ბაჩანა ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გუშინ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა.
როგორც სუსში განაცხადეს, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს, ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი სწორედ ბაჩანა ახალია იყო.
უწყებაში განმარტეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ, თუმცა გამოძიება გრძელდება.
ანა ნადარეიშვილმა „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხა. აღიარებს თუ არა ბრალს და თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან ბაჩო ახალაია, კითხვები უპასუხოდ დატოვა ადვოკატმაც.

