ოთარ რომანოვ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. მას ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს.
ფარცხალაძეს ბრალი ედება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს.
კომენტარები

