აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს კომერი ბილ და ჰილარი კლინტონების წერილს გამოეხმაურა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად გამოცხადებას არ გეგმავენ.
„ეპშტეინის მსხვერპლები იმსახურებენ სამართლიანობასა და პასუხებს. ეპშტეინის საქმის გამოძიების ფარგლებში, ორპარტიული და კანონიერად გაცემული კონგრესის უწყების უგულებელყოფა მიუღებელია. კანონზე მაღლა არავინ დგას“, – აღნიშნა ჯეიმს კომერმა.
You’re right, President Clinton. This is about right and wrong.
Epstein’s survivors deserve justice and answers.
Refusing to comply with a bipartisan, duly authorized congressional subpoena in our Epstein investigation is unacceptable.
No one is above the law. https://t.co/aK7P8Gj1JJ pic.twitter.com/uwPuyPw2Ey
— Rep. James Comer (@RepJamesComer) January 13, 2026

