ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, ბოლო ორ კვირაზე მეტ პერიოდში, სულ მცირე, 1 850 დემონსტრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში მდებარე ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency (HRANA) ავრცელებს.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ორგანიზაციის წინა მონაცემებს, რომლებიც დაახლოებით 500 გარდაცვლილს ასახელებდა. HRANA-ს ცნობით, ამავე პერიოდში დაკავებულია სულ მცირე 16 784 ადამიანი.
თუმცა, უცნობია, სრულად ასახავს თუ არა ეს სტატისტიკა რეალურ ვითარებას ქვეყანაში, რადგან ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეზღუდვა მოახდინა, რაც ინფორმაციის მიღებას ართულებს.
CNN-ი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს HRANA-ს მიერ გავრცელებულ მონაცემებს დაღუპულთა და დაკავებულთა რაოდენობის შესახებ.
კომენტარები

