ირანელი ექიმების ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი დემონსტრანტები საავადმყოფოებშიც ჩაცხრილეს. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ რეჟიმის მიერ დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 20 ათასზე მეტსაც შეადგენდეს.
ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ირანელი ხალხის მთავარი მკვლელები ტრამპი და ნეთანიაჰუ არიან. ოფიციალური თეირანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს აკისრებს და აცხადებს, რომ ირანი ნებისმიერი გარე აგრესიისგან თავს სრული ძალით დაიცავს.
კომენტარები

