კალიფორნიის ქალაქ სანტა-ანაში გამართული საპროტესტო აქციის დროს, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც თვალში მხედველობა დაკარგა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად „არალეტალური“ იარაღი გამოიყენა. დაშავებული 21 წლის კაცის ადვოკატების განცხადებით, პოლიციის მიერ ნასროლი ობიექტი მომიტინგეს პირდაპირ თვალში მოხვდა. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ კაცს 6 ოპერაცია დასწირდა.
AFP წერს, რომ აქცია საიმიგრაციო პოლიტიკისა და ადგილობრივი პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მსვლელობისას მომიტინგეების ნაწილმა ამერიკის დროშა დაწვა.
კომენტარები

