აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შაბათ-კვირას ფარულად შეხვდა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფაჰლევის, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „საიდუმლო“ შეხვედრა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების განსახილველად გაიმართა.
როგორც გამოცემა იუწყება, წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო იმ დემონსტრანტების რაოდენობით, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებზე ფაჰლევის სახელს სკანდირებდნენ.
გავრცელებული ცნობით, ეს საპროტესტო აქციების დაწყებიდან ირანის ოპოზიციისა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა იყო.
კომენტარები

