ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს, ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს, ოლაფ შოლცს და ჯორჯია მელონის. გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დასაცავად ერთად, მტკიცედ ვდგავართ, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში. ის აღნიშნავს, რომ ევროპა თავის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს.
„ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სტრატეგიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. წინააღმდეგობას გავუწევთ ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
კომენტარები
