იტალიელმა მამაკაცმა, შემთხვევით, ნაგავში ჩააგდო ყუთი, რომელშიც 120 000 ევროს ღირებულების ოქროს ზოდები იყო მოთავსებული. ინფორმაცის reuters-ი ავრცელებს.
მას დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ სამხრეთ იტალიაში პოლიციამ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნიდან ოქროს ზოდებით სავსე ყუთი ამოიღო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა, შემთხვევით, საგანძური საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადააგდო.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი ლეჩეს მახლობლად, პორტო ჩესარეოში, კარაბინერების პოლიციის განყოფილებაში მივიდა, რათა დაახლოებით 120,000 ევროს (142,000 აშშ დოლარი) ღირებულების 20 ოქროს ზოდის შემცველი ყუთის გაუჩინარების შესახებ ეცნობებინა.
გამომძიებლებმა სწრაფად შეისწავლეს მამაკაცის გადაადგილება, რომლის სახელიც არ გახმაურებულა და გადახედეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს.
ფოტოებზე მითითებული იყო, რომ ყუთი ახლომდებარე სანაპირო კურორტზე, საზოგადოებრივ ნაგვის ურნაში იყო გადაგდებული. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ის ადგილობრივ ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში იყო გადატანილი.
„რამდენიმე საათიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ოფიცრებმა შეძლეს ყუთის პოვნა, რომელიც, მიუხედავად დაზიანებისა, მაინც შეიცავდა ოქროს ყველა ზოდს… რომლებიც შემდგომში მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
