ავიაკომპანია Jet2-ის ბორტზე, რომელიც თურქეთიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიფრინავდა, მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა, რის გამოც რეისის გადამისამართება გახდა საჭირო.
Fox News-ის ცნობით, რეისი, რომელიც ანტალიიდან მანჩესტერში მიფრინავდა, ბელგიაში გადამისამართდა მას შემდეგ, რასაც კომპანიამ “ორი დესტრუქციული მგზავრის საშინელი საქციელი უწოდა”.
“ორივე მათგანი პოლიციამ ბრიუსელში ჩამოსვა და რეისი მანჩესტერის მიმართულებით გაგრძელდა“, – განაცხადა ავიაკომპანიამ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამენ მგზავრები ერთმანეთს, სხვები კი ხმამაღლა ყვირიან. ჩხუბის დაწყების სავარაუდო მიზეზი, ერთ-ერთი მგზავრის მხრიდან რასისტული გამონათქვამები გახდა.
Jet2-მა დაადასტურა, რომ ორივე მგზავრი იმ პირების სიაში შეიყვანეს, რომლებსაც ფრენა ეკრძალებათ.
კომენტარები
