გურჯაანში “გოლფის” მარკის ავტომანქანა კურორტ “ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ორი მგზავრი იმყოფებოდა, რომლებმაც მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე გამოძება 188-ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
კომენტარები