ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლიქტები გასცდა მხოლოდ იარაღის გამოყენების ფარგლებს.
„გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე. დღევანდელი ომები არა მხოლოდ ტანკებითა და დრონებით მიმდინარეობს, არამედ ისინი ასევე იმართება ტყუილებითა და ალგორითმებით“, – აღნიშნა კალასმა.
„ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება. ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“. რაც სწრაფი განგაშისა და შეფასებებიდან მოწინააღმდეგეებზე უფრო მკაცრ რეაგირებაზე გადასვლას ნიშნავს“, – დასძინა მან.
კომენტარები
