გერმანული ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უკრაინა უნგრეთს ნავთობის მიწოდებას უბლოკავს, რათა ენერგორესურსებზე ფასები ხელოვნურად გაზარდოს.
მისი თქმით, კიევი ამას იმიტომ აკეთებს, რომ უნგრეთში აპრილში საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო ევროკავშირს ვიქტორ ორბანის ხელისუფლების შეცვლა სურს.
„უკრაინა უნგრეთს ნავთობის მიწოდებას უბლოკავს, რათა ენერგორესურსებზე ფასები ხელოვნურად გაზარდოს. რატომ? იმიტომ, რომ აპრილში უნგრეთში არჩევნებია და ევროკავშირს მთავრობის ცვლილების იძულება სურს. ორბანი წინ უდგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის მომხრეებს. სწორედ ამიტომ, ის უნდა ჩამოაშორონ უნგრეთის მოსახლეობის ხარჯზე. ნამდვილი თაღლითური სვლაა, ევროკავშირის სტილში“, – წერს ვაიდელი.
კომენტარები
