ბახმარო ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, განვითარების ახალი გეგმა ბახმაროს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
“ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის დღეს მთავრობაზე – ბახმაროს ქალაქგეგმარებითი გეგმა, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის მართლაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ამ კურორტის კანონზომიერად განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა ჰქონდეს თანამედროვე კურორტს. დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად არა მხოლოდ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.
” ბახმარო ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა”
2017/06/30 11:55:49

კომენტარები
ნანახია: 2153 ჯერ