ფინანსთა მინისტრმა მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე მინისტრის მოადგილეებმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დეპარტამენტების უფროსებმა და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა.
კომენტარები
