იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, გოლგოთაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უნეტარესისა და უწმინდესის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა.
მსახურება აღავლინა წმინდა საფლავის მცველთა საძმოს წევრმა და აღდგომის ტაძრის წინამძღოლმა, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ისიდორემ. -ინფორმაცია იერუსალიმის საპატრიარქომ გაავრცელა.
კომენტარები
