საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება.
როგორც საპატრიარქოს ინფორმაციაშიააღნიშნული, პატრიარქის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთასაყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
კომენტარები
