პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.
მისი თქმით, პატრიარქი ერისთვის და ბერისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
„პატრიარქი ძალიან აფასებდა ადამიანებს, თუნდაც ათეისტ ადამიანს მიმართავდა და თავს აყვარებდა სიკეთით. პატრიარქი ყოველთვის იყო მშვიდი, ის იყო შეურყეველი და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მოვუყვეთ. ახლა ვიგებთ, თურმე ის რამდენ ადამიანს ეხმარებოდა. დღეს ჩვენი თვალით ვხედავთ ამ დანატოვარს. მთელი მსოფლიო გულითადად დიდ სამძიმარს უცხადებს ქვეყანას“, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.
კომენტარები
