აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ალექს უორდი სოციალურ ქსე X-ში ავრცელებს.
„ტრამპი ირანის მიწაზე ამერიკული ჯარის შესაყვანად ემზადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამან, შესაძლოა, მის მიზნებს, რომელიც კონფლიქტის სწრაფ დასრულებას გულისხმობს, ავნოს“, – წერს კორესპონდენტი.
მისი განმარტებით, ომის დასრულება მხოლოდ ტრამპზე არ არის დამოკიდებული.
„გარიგების ან სამხედრო გამარჯვების გარეშე ტრამპი მომავალში ჩაკეტილი [ჰორმუზის] სრუტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება“, – დასძინა უორდმა.
კომენტარები
