უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთმანეთს ორი ძირითადი ძალა უპირისპირდება.
უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ერთი ძალა არის ომის მომხრე და უკრაინას პირველ ადგილზე აყენებს, ხოლო მეორე ძალა მშვიდობას ირჩევს.
„ორი მთავარი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს: ისინი, ვინც ომის მომხრეა და ისინი, ვინც მშვიდობას ირჩევს. ერთი მხარე პირველ ადგილზე უკრაინას აყენებს, ხოლო მეორე – საკუთარ ხალხს. ჩვენ არ დავნებდებით. არ ჩავერთვებით ომში. ეს ჩვენი ომი არ არის“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
კომენტარები
