აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ამერიკასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ხმამაღლა ამის შესახებ არ საუბრობენ, რადგან ეშინიათ, რომ მათ მოკლავენ.
„არავის არასდროს უნახავს იმის მსგავსი, რასაც ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებით ვაკეთებთ. სხვათა შორის, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მათ ძალიან სურთ გარიგების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინიათ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ხალხი მოკლავს. მათ აგრეთვე ეშინიათ, რომ ჩვენც მოვკლავთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა, შესაძლოა, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართონ.
კომენტარები
