ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი ერთმანეთთან „აგრესიის ღერძს“ ქმნიან.
„ბიბისისთან“ საუბრისას ჰილიმ განმარტა, რომ, სამხედრო დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამდე რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა და სამხედრო მომზადებაშიც ეხმარებოდა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანში „პუტინის ფარული ხელია“.
კომენტარები
