უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპულმა ელიტებმა ორი ძირითადი შეცდომა დაუშვეს და ამის შედეგებს იმკიან.
„ევროპულმა ელიტებმა ორი დიდი შეცდომა დაუშვეს. პირველი შეცდომაა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სერიოზულად არ აღიქვამენ; მეორე, იაფფასიან რუსულ ენერგიაზე უარის თქმა. ახლა ამის ფასს იხდიან, სხვები კი ყავას სვამენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, ორბანის თქმით, ევროპა რეალობას თვალს ვერ უსწორებს და ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ სამყაროს ცენტრია.
„ევროპა ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ცენტრია, ხოლო დანარჩენი მსოფლიო – არც ისე. ჩვენ დავკარგეთ კონკურენტუნარიანობა, დავკარგეთ უპირატესობა და დაგვავიწყდა, რისთვის ვართ. დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს. დროა, გამოვფხიზლდეთ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
კომენტარები
