აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსი კანონმდებლების აშშ-ში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება სამთავრობო დონეზე, ისევე როგორც ეს გვაქვს დიპლომატიურ დონეზე“, – განაცხადა რუბიომ.
„არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით დიდ დათმობას წარმოადგენდა“, – დასძინა მან.
კომენტარები
