საუდის არაბეთში, პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
წყაროების ცნობით, დაზიანებულია საწვავის შემავსებელი ტანკერიც.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. წყაროზე დაყრდნობით, დაშავებულთაგან ორს ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
„სიენენის“ ცნობით, დანარჩენი დაშავებულების დაზიანებების ხასიათი უცნობია.
კომენტარები
