აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს, რენდი ჯორჯს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა. ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ჰეგსეტს სურს, ჯორჯის შემცვლელი ისეთი ვინმე იყოს, ვინც ამერიკული არმიის შესახებ მისი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხედვას უკეთ განახორციელებს.
როგორც ცნობილია, რენდი ჯორჯს თავისი ამჟამინდელი მოადგილე, გენერალი კრისტოფერ ლანევი შეცვლის, რომელიც ადრე ჰეგსეტის სამხედრო თანაშემწე იყო.
ამასთან, „სიბიესის“ ცნობით, ჰეგსეტმა მაღალი რანგის ათზე მეტი სამხედრო ოფიცერი გაათავისუფლა.
რენდი ჯორჯი არმიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, 2023 წლის სექტემბერი დაინიშნა.
კომენტარები
