ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალი ადიდდა. მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე ამ დრომდე 2 ადამიანია მოყოლილი და წყლის დონის მომატების გამო მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.
ადგილობრივების განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წყალი დაგუბდა. დაგუბებული წყლის გათავისუფლებამ ადიდება გამოიწვია. მდინარის კუნძულზე ჩარჩენილი 2 ადამიანი შეშის გამოსატანად იყო შესული, რა დროსაც მდინარე ადიდდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.
ადგილობრივი სამაშველო სამსახური ადგილობრივების მდინარიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები ბათუმიდან სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან.
კომენტარები