ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელმა შეერთებულ შტატებს ამერიკელი პილოტის გადარჩენაში დახმარება გაუწია. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის დონალდ ტრამპს ელაპარაკა და იდეალურად შესრულებული მისია მიულოცა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკელი პილოტის გადარჩენით დასრულდა.
„პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
F15-ის ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. ამერიკელმა სამხედროებმა ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინეს, მათგან ერთი – ორდღიანი ძებნის შემდეგ.
კომენტარები
