უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს თავის ქვეყანაში არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ პლუშის სათამაშოებითა და ყვავილებით მიგრანტებისგან საზღვრის დაცვა შეუძლებელია.
მისი თქმით, საჭიროა ხისტი ზომების გატარება, რათა ქვეყანა მიგრაციულ კრიზისში არ აღმოჩნდეს.
„მას შემდეგ, რაც მტკიცე და უარზე დაფუძნებული მიგრაციული პოლიტიკა წარმოვადგინე, მჭირდებოდა მორალური კომპასი ამ საკითხის მხარდასაჭერად. ვიცოდი, თუ რა იყო უნგრეთის ეროვნული ინტერესი, ისინი [მიგრანტები] უნდა შემეჩერებინა. ეჭვგარეშე იყო, რომ ზღუდის აღმართვა იყო საჭირო. პლუშის სათამაშოებითა და ყვავილებით მიგრანტებისგან საზღვარს ვერ დაიცავ.
წავედი და მივედი იმ ხალხთან, ვინც ამ საზოგადოებასთან ერთად ცხოვრობდა. მათ მხარი დამიჭირეს. მათ არა მხოლოდ მხარი დამიჭირეს, არამედ მითხრეს ის, რასაც ვფიქრობდი. მივიღე რჩევა ეკლესიის მმართველებისგან, ვისაც მუსლიმებისა და ქრისტიანების თანაცხოვრების გამოცდილება ჰქონდა“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ის მუსლიმ მეგობრებსაც გაესაუბრა, რომლებმაც აგრეთვე ურჩიეს, რომ მიგრანტები შეეჩერებინა.
„როცა მიგრაციული კრიზისი გაღვივდა, დავუძახე მუსლიმ მეგობრებს და ვკითხე, რას ფიქრობდნენ ისინი. მათ მითხრეს: „შეაჩერე ისინი“. იმის თქმა მინდა, რომ ამ საქმეში მორალურ კომპასს ვეძებდი“, – დასძინა ორბანმა.
