ფრანგულმა და ბელგიურმა სპეცსამსახურებმა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 5 ისლამისტი დააკავეს.
4 ეჭვმიტანილი პოლიციამ ბრიუსელში, ანდერლეხტის კომუნაში დააკავა. მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ასევე ჯავშანჟილეტები ამოიღეს.
მეხუთე ეჭვმიტანილი კი საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ლილის გარეუბანში დააკავეს. გამოცემის ცნობით, მას შესაძლოა ბრალი თავდასხმის მომზადებაში დასდონ.
კომენტარები