ეროვნული თავდაცვის აკადემია ინფორმაციას ავრცელებს.
”ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 6 აპრილის 10:00 საათიდან – 11 მაისის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/#/ge/index
ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
თავდაცვა და უსაფრთხოება
თავდაცვის მენეჯმენტი
კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება
საავიაციო ინჟინერია
მექანიკის ინჟინერია
აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებ. გვერდზე https://eta.edu.ge/ge/page/111/gaxdi-iunkeri
ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082
ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას”
