აგრესიულმა არაპროვოცირებულმა თავდასხმებმა მარცხი განიცად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილი რუსეთმაც შეიტანა.
„ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარია მეტი აგრესიულობა, მთავარია მეტი შეტევა, მთავარია სოციალურ მედიაში ყველაფრის წერა და რომ „წარმატება“ გვიახლოვდება. ამ პოზიციამ კიდევ ერთხელ გამანადგურებელი მარცხი განიცადა, ისევე, როგორც ცალმხრივი, აგრესიული, არაპროვოცირებული თავდასხმის მიდგომამ“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.
