ჩვენს ისტორიაში ასეთი პოლიტიკური კატასტროფა არასდროს მომხდარა, ისრაელი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ იმყოფებოდა, როდესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების არსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღეს, – ასე ეხმაურება ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას.
მისივე თქმით, იმ ზიანის აღმოფხვრას, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელს მიაყენა, წლები დასჭირდება.
„სამხედროებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც მათგან მოითხოვეს, საზოგადოებამ საოცარი მდგრადობა გამოავლინა, მაგრამ ნეთანიაჰუმ პოლიტიკური მარცხი განიცადა, სტრატეგიული მარცხიც განიცადა და ვერც ერთი მიზანი ვერ შეასრულა, რომელიც თავად დაისახა. წლები დაგვჭირდება იმ პოლიტიკური და სტრატეგიული ზიანის აღსადგენად, რომელიც ნეთანიაჰუმ ქედმაღლობით, უყურადღებობითა და სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობით გამოიწვია“, – აცხადებს ის.
