რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, შუა დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
ბითაძის თქმით, სამომავლოდაც, საუკუნეების განმავლობაში იქნება სწორედ ის მთავარი დერეფანი, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიის სახელმწიფოებს ევროპასთან.
„არაერთგზის გვახსოვს ევრობიუროკრატების მხრიდან განცხადებები შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენების, სადაც ცენტრალური აზიისა და ევროპის სახელმწიფოები სატრანსპორტო ლოჯისტიკური კავშირების განვითარების ქვაკუთხედში, მათ შორის ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების ქვაკუთხედში, საქართველო საერთოდ ამოვარდნილი იყო დღის წესრიგიდან და საუბარი იყო კავკასიის რეგიონზე საქართველოს გარეშე. საუბარი იყო სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ცენტრალურ აზიაზე და იქ საქართველო არ იყო. ბუნებრივია, ეს არის აბსურდი, რასაც ადასტურებენ არამხოლოდ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ ეს არის მარტივი გეოგრაფია, მარტივი ლოჯისტიკური კავშირები. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში შვიდჯერ და რვაჯერ არის გაზრდილი, ასე ვთქვათ, დატვირთვა იმ დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის. რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, ეს დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად, რომელიც იყო და სამომავლოდაც, საუკუნეების განმავლობაში იქნება სწორედ ის მთავარი დერეფანი, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიის სახელმწიფოებს ევროპასთან.
მათ შორის, მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის რიგი ხელმძღვანელი პირების მხრიდან, შუა დერეფანი საქართველოს გარეშე, ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირმა თვითონვე აღიარა წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოზე გადის და გაივლის, ეს არის ორმხრივი ინტერესის პროექტი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
