ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. შემთხვევა დედაქალაქ მანილადან დაახლოებით 580 კილომეტრში მოხდა.
მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი კანანგა და იარო დააზარალა. კანანგაში შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
კომენტარები