შატილში 9 ჩეხი ტურისტია ჩარჩენილი. ინფორმაცია „იმედი ნიუსს“ შატილის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა, თამუნა ჭინჭარაულმა მიაწოდა. სწორედ მას მისწერეს მთაში ჩარჩენილმა მოგზაურებმა.
„შატილში იმყოფებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც გზის გაგრძელებას ვერ ახეხებენ. რადგან წყალდიდობის გამო განადგურებულია გზა. ისინი ჩეხეთის სალჩოსაც დაუკავშირდნენ თხოვნით, რომ გაეგზავნათ მათთვის ვერტმფრენი, თუმცა მიიღეს უარი. მათ საკვებიც არ აქვთ, რომ გააგრძელონ გზა ფეხით“, – წერს საოჯახო სასტუმროს მფლობელს ერთ-ერთი ტურისტი მეგობარი.
კომენტარები