ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ.
ჩვენს სახელოვან მებრძოლს გადავეცით ძველ-კოლხური ქამრის ბალთა, რომელიც, გვჯერა, მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება.
ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია“,- აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი.
კომენტარები
