მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრიუსელმა, ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ მომავალ ურთიერთობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეწყდეს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა დედაქალაქში ბევრი ინფორმაცია მიდის ბრიუსელის გავლით და ფილტრით, ამიტომ, იმედია, ყველას მიწვდება ეს სიტყვა – მნიშვნელოვანია, შეწყდეს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. ეს არის მიუღებელი. შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ესეც მიუღებელია და აფერხებს დიალოგს, ასევე გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ავი სიხარულით იღებს ხოლმე ევროპარლამენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. აბა, სხვა რა ესახებათ? კონფრონტაციით უნდათ საქართველოს იძულება რაიმეზე? გამორიცხულია, ასეთი მიდგომებით შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ არიან ევროპული გაერთიანება. ეს არის გზა იმისკენ, რომ ევროკავშირი დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული, სხვა შემთხვევაში ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით იქნება ევროპული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
