სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები იმყოფებოდა რუმინეთში, ქალაქ სიბიუში, ნიკოლაი ბალჩესკუს სახმელეთო ძალების აკადემიაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ნატოს სწავლებაში.
სწავლებაში მონაწილეობდნენ კადეტების სხვადასახვა ქვეყნების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. პროგრამის მიმდინარეობისას იუნკერებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილებას და წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა და უნარები.
სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ აქტივობებს და მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებსა და იუნკერებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.
კომენტარები
