მიმდინარე წელს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის უფროსი მაიორი სოლომონ ნადირაძე და იუნკერები – გიორგი ჩხაიძე, ანრი ბერია, ლუკა გოგატაძე, ქეთევან გოგია და ხატია მალიშავა უნგრეთში, ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტში, კადეტთა საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში იუნკერები იმყოფებოდნენ საავიაციო და საარტილერიო ბაზებზე, სადაც გაეცნენ უნგრეთის შეიარაღებისა და სამხედრო შესაძლებლობების თანამედროვე სისტემებს.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცება და მომავალი სამხედრო ლიდერებისთვის პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.








