ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) გეგმა წარადგინა. ეს ინვესტორებს კომპანიის აქციებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
ბირჟაზე აქციების განთავსება (კოტირება), სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაიწყება და ის უოლ-სტრიტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.
აქციების წარმატებულმა გაყიდვამ კომპანიის ღირებულება, შესაძლოა, რეკორდულ 1.75 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს, რაც მის მთავარ მფლობელს, ილონ მასკს, ისტორიაში პირველ ტრილიონერად აქცევს.
https://bntnews.bg/news/ilon-mask-v-na-krachka-da-stane-parviyat-trilioner-v-istoriyata-1394356news.html
კომენტარები
