აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა – კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა ირანის წინაშე მარტო აღმოჩნდეს.
ამასთან, ტრამპი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონს ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული ღამის დარტყმების შესახებ მხოლოდ ბოლო მომენტში შეატყობინეს და მან შეძლო ამ დარტყმების მასშტაბების შეზღუდვა.
„მე-12 არხის“ ჟურნალისტ ბარაკ რავიდთან სატელეფონო საუბარში ტრამპი ამბობს, რომ წუხელ, ნეთანიაჰუსთან სატელეფონო ზარის დროს, მან ისრაელის პრემიერს სთხოვა, არ ეპასუხა ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.
ისრაელური ტელეარხის ცნობით, საუბარი კონკრეტული დასკვნის გარეშე დასრულდა, თუმცა ტრამპის რამდენიმე თანაშემწემ, რომლებიც ამ ზარს ესწრებოდნენ, „მე-12 არხს“ განუცხადა, რომ მათ დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპმა შეძლო კიდევ რამდენიმე დღის მოგება ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმების გარეშე, რათა ხელი შეეწყო აშშ-ირანის მოლაპარაკებებისთვის.
