საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს.
„მათ არ შეუძლიათ თვითორგანიზება – აგენტი მოქმედებს დავალებით. როდესაც არ არის მათთან მკაფიო დავალებები, ისინი ყოველთვის გვთავაზობენ ერთი და იგივეს. საზოგადოებას ბევრჯერ აქვს ნანახი ასეთი კინკლაობების შემდეგ, ერთი შემოძახილი ან ღია წერილი გარე პატრონის და შემდეგ როგორ აფუძნებენ მორიგ ფანჩატურს. რაც არ უნდა დაგმონ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მათგან შობილნი არიან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
კომენტარები
