ამ ფარსს უნდა დავანებეთ მხარე და უნდა გავხდეთ ნეიტრალური საქართველო, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ვერ იხსენებს ვერცერთ დადებით შემხვედრ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას კი შანტაჟის მექანიზმად მიიჩნევს.
„თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ და ვთქვათ ის სიმართლე, რასაც საზოგადოება ელის ჩვენგან – ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც საქართველო უნდა მიისწრაფოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციაში ჩაწერილი. აბსოლუტურად უსამართლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ამას აქვს პოლიტიკური კონტექსტი. ტექნიკური საკითხები თუ განიხილება, უნდა წარადგინონ ის, რაც საქართველომ „დააშავა“. ეს არის მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს შანტაჟის ჩვეულებრივი მექანიზმი“, – მიიჩნევს ნიკოლეიშვილი.
მან პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რომელიმე ალიანსში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო შებოჭილი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლო საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, ქვეყნის გადარჩენის გზა კი ნეიტრალიტეტშია, რომელიც მას „თავისუფლად სუნთქვის“ საშუალება ექნება და მას ვერავინ დააშანტაჟებს.
