ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მიესალმა აშშ-ირანის შეთანხმებას და თავის ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ „მშვიდობის განთიადი დადგა“.
„შემდეგი ნაბიჯის გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მხარემ რეალურად შეასრულოს თავისი ვალდებულებები და აღმოფხვრას სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი“, – განაცხადა ვან იმ აბას არაღჩისთან საუბრისას.
„ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის საკითხი სათანადოდ უნდა მოგვარდეს და საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო შეშფოთებებს ჯეროვანი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები
