ფილიპინებში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. პოლიციის ცნობით, ლეიტეს პროვინციაში, ქალაქ ტაკლობანის სან ხოსეს ეროვნულ საშუალო სკოლაში სროლის შემდეგ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, სროლა დაახლოებით დილის 09:00 საათზე მოხდა.
ტაკლობანის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი მე-9 კლასის მოსწავლეა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები
