არაერთხელ გვითქვამს, ოპოზიციური პარტიების დაპირისპირება და მათი წესრიგი არ გვაინტერესებს, ნამდვილად არ გვაინტერესებს ბოკუჩავას, ჟორჟოლიანის, სააკაშვილის ურთიერთბრალდებები, ურთიერთდაპირისპირებები, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნია.
„ვფიქრობ, ეს არც საზოგადოების უმეტესობას აინტერესებს, რადგან მათ კიდევ ერთხელ ნახეს ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ერთმანეთთან და საზოგადოებასთან მიმართებაში. ნამდვილად არ გვაინტერესებს ბოკუჩავას, ჟორჟოლიანის, სააკაშვილის ურთიერთბრალდებები, ურთიერთდაპირისპირებები.
ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს იმაზე გაცილებით მეტი და მწვავე პრობლემები აქვთ, ვიდრე ჟორჟოლიანის, ბოკუჩავას თუ სააკაშვილის დაპირისპირებაა. თავად დაალაგებენ ალბათ თავიანთ არეულს. სხვისი კრიტიკა არ გვიჭირს. უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს.
არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ სხვა, პასუხისმგებლობა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მართებს. დღეს საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ მიმართულებით ჩემპიონია“, – განაცხადა ფარულავამ.
