კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯორჯ სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს.
მილიარდერმა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გააკრიტიკა სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“. იგი ასევე გამოეხმაურა მისი დეპარტამენტის მიერ USAID-ის დახურვის მიზნით გატარებულ საქმიანობას.
ამერიკელი კონგრესმენი რო ხანა, ილონ მასკსა და მის ყოფილ უწყებას, USAID-ის პროექტების დახურვის გამო, მილიონობით ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებს. ილონ მასკმა ბრალდებებს უპასუხა, რომ სწორედ USAID-ის დახმარებით ფინანსდებოდა ვუჰანის ინსტიტუტი, რამაც მილიონობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
მასკის თქმით, USAID-ის დაფინანსებულია უკრაინის ის რევოლუციაც, რომელსაც შემდეგ ომი მოჰყვა.
კომენტარები
