ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,2 და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი კარაკასიდან 160 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგებმა კარაკასში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, სახელმწიფო დაწესებულებები.
ვრცელდება ცნობები 32 დაღუპულისა და 700 დაშავებულის შესახებ, თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვმა 10 000 გადააჭარბოს.
დაკეტილია სკოლები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები.
სპეციალური განცხადება გაავრცელა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა. მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები
