როდესაც მხარეს გდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩაგიდენია ცოტა არასერიოზულია. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკური წონაც აჩვენა ქართულმა მხარემ, როდესაც ასეთი დემონსტრაციული დემარში განახორციელა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.
მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია არ წარმოადგენს არსებითი ბერკეტის შემცველ დოკუმენტს.
შოთა თხელიძის განცხადებით, ეუთომ დაკარგა თავისი წონაც და ობიექტურობაც, რომელიც მას წლების განმავლობაში გამოარჩევდა.
„ბოლო წლებში ამ ორგანიზაციამ [ეუთო] დაკარგა მისი ხასიათი და მნიშვნელობა უკრაინის კონფლიქტიდან მოყოლებული. უკრაინის კონფლიქტში ის აღმოჩნდა მხარე.
ობიექტურობა ამ ორგანიზაციამ დაკარგა და ეუთო უკვე გამოიყენება საერთაშორისო წნეხის ინსტრუმენტად დასავლეთის მხრიდან. ისიც არის წნეხის განხორციელების პროცესში საქართველოს მიმართ. თუმცა წონა, ბერკეტი, აღსრულების რესურსები ამ ორგანიზაციას საქართველოს მიმართ არ აქვს. რეზოლუცია, რომელიც გამოქვეყნდა მას არ აქვს საყოველთაო მხარდაჭერა თავად ასამბლეაში. აულ რამდენიმე დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც შეიძლება მიგვანიშნებდეს იმას, რომ თავად ევროპაშიც არ არის ერთიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, როგორ უნდა გააგრძელოს თუნდაც ამ ორგანიზაციამ ურთიერთობა.
ქართული მხარის პოზიციონირებაც ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივიჩნიოთ ადეკვატურად გამომდინარე იქიდან, რომ იმის მტკიცება, რომ ეს არ მომხდარა ცოტა არასერიოზულია. როდესაც მხარეს გდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩაგიდენია ცოტა არასერიოზულია. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკური წონაც აჩვენა ქართულმა მხარემ, როდესაც ასეთი დემონსტრაციული დემარში განახორციელა და ესეც მომავალში უნდა იყოს ქართული მხარის ინსტრუმენტი. როდესაც ირაციონალური ბრალდებები ისმის აქედანაც უნდა იყოს ხისტი პასუხები“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.
